
კრიშტიანუ რონალდუ დუშ სანტუშ ავეირუ (პორტ. Cristiano Ronaldo dos Santos Aveiro; დ. 5 თებერვალი, 1985) —პორტუგალიელი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად რეალ მადრიდში ასპარეზობს. რონალდუ ასევე პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების წევრია. 2007–2008 წლების სეზონში რონალდუმ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. გარდა ამისა, ის დაასახელეს პრემიერლიგისსაუკეთესო ფეხბურთელად.
იოჰან კრუიფმა 2008 წლის 2 აპრილის ინტერვიუში პორტუგალიელ ფეხბურთელზე შემდეგი რამ თქვა: „რონალდუ უფრო ძლიერი ფეხბურთელია, ვიდრე ჯორჯ ბესტი და დენის ლოუ, მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიაში ორი საუკეთესო ფეხბურთელი“.
No comments:
Post a Comment