იმავე სეზონის პორტუგალიელმა ინდივიდუალური ჯილდოებიც მოიპოვა: ის დაასახელეს ინგლისის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად და ასევე პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშედ.
2007-08 წ.წ სეზონი კი რონალდუსთვის უიღბლოდ დაიწყო, რამეთუ პირველივე ოფიციალურ მატჩში გააძევეს პორტსმუთთან შეხვედრაში. სეზონის სადებიუტო გოლი კი კრიშტიანუმ ჩემპიონთა ლიგაში გაიტანა, კიევის დინამოს წინააღმდეგ.
2007 წელს პორტუგალიელმა კაკას შემდეგ ოქროს ბურთის ლაურეანტებში მეორე ადგილი დაიკავა.2008 წლის 12 იანვარს კი რონალდუმ თავის მანჩესტერულ კარიერაში პირველად შეასრულა ჰეთ-თრიკი, ეს ნიუკასლთან მატჩში მოხდა. ჩემპიონთა ლიგაში კი მისი გუნდი სულ უფრო წინ მიიწევდა, მანჩესტერელებმა 1/8-ფინალში ფრანგული ლიონი დაამარცხეს, რონალდუმ განმეორებით მატჩში გადამწყვეტი გოლი გაიტანა.
2008 წლის 19 მარტს კი, ბოლტონთან მატჩში კრიშტიანუმ პირველად უკაპიტნა მანჩესტერ იუნაიტედს. შეხვედრა კი მისმა გუნდმა 2-0 მოიგო. ორივე გოლი თავის ანაგრიშზე სწორედ რონალდუმ ჩაიწერა. საბოლოო ჯამში, პორტუგალიელმა წლის საუკეთესო ბომბარდირისათვის განკუთვნილი, ოქროს ბუცი მოიპოვა, გაასწრო რა 8 ქულით მეორე ადგილზე გასულ დანიელ გისას.
2007-2008 წ.წ. სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალში რონალდუმ ჩელსის წინააღმდეგ, ანგარიშის გახსნა მოახერხა. საბოლოო ჯამში, კი ტიტულს მისი გუნდი დაესაკუთრა, ალექს ფერგიუსონის შეგირდებმა მატჩი თერთმეტმეტრიანების სერიაში მოიგეს, ანგარიშით 6-5.
2008 წლის ზაფხულში პორტუგალიელი მადრიდის რეალში გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ტრანსფერის განხორციელების ალბათობა მანჩესტერულმა მხარემ იუარა. აგვისტოში კი თავად ფეხბურთელმაც დაადასტურა, რომ ის მინიმუმ ერთი სეზონით კვლავ მანჩესტერში აპირებს დარჩენას.2009 წლის 26 ივნისს ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია რონალდუს რეალ მადრიდში ტრანსფერის შესახებ. ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 6-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.[1] 2010-11 წლების სეზონში მას სარეკორდო მაჩვენებელი ჰქონდა - 40 გოლი ლა ლიგაში. დიეგო მარადონას აზრით ის საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიოში.[2]
კრიშტიანუმ მადრიდის რეალს რიგებში საოცარი მაჩვენებელი აჩვენა 209 მატჩში 209 გოლი ეს სარეკორდო შედეგია.
"სანტიაგო ბერნაბეუზე" 90 000 კაცი შეიკრიბა, რათა მისი პრეზენტაციისთვის ეყურებინა. 4 წლის შემდეგ რონალდუმ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ვერავინ ვერ იფიქრებდა, რომ რონალდუ 209 მატჩში 209 გოლს გატანდა და სამეფო კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდებოდა. მან "რეალში" 4 ძალიან კარგი წელი გაატარა.რონალდუს დებიუტი ეროვნულ გუნდში 2003 წლის აგვისტოში შედგა, ყაზახეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ. მან მონაწილეობა მიიღო ევრო 2004-ზე და იმავე წელს გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე, ათენში.
2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე კი რონალდუს თანაგუნდელ უეინ რუნისთან მოუვიდა კონფლიქტი, რასაც ამ უკანასკნელის მოედნიდან გაძევება მოჰყვა. მიუხედავად ამისა, ახალი სეზონის დასაწყისში ფეხბურთელებმა ერთმანეთში ურთიერთობა მოაგვარეს და განაცხადეს, რომ ყოველგვარი კონფლიქტი ამოწურულია.
2008 წელს კი კრიშტიანუმ ნაკრების რიგებში ევრო 2008-ზე იასპარეზა, სადაც მისი ეროვნული გუნდი გერმანიასთან დამარცხდა, 1/4-ფინალურ სტადიაზე.
2007 წლის 6 თებერვალს რონალდუმ პორტუგალიის ნაკრებს პირველად უკაპიტნა, ბრაზილის ნაკრებთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში.
„რეალი“ 1902 წელს დაარსდა და ლა ლიგიდან - ესპანეთის უმაღლესი დივიზიონიდან - არასდროს გავარდნილა.
2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე იგი ნაკრების კაპიტანი იყო, მაგრამ ერთ-ერთ ეპიზოდში კამერას შეაფურთხა, რის გამოც სამკლავური ჩამოართვეს. ევრო 2012-ზე რონალდო კვლავ ნაკრების კაპიტანია. ამ ტურზნირზე მან სამი გოლის გატანა მოახერხა.საფეხბურთო კლუბი რეალ მადრიდი („მადრიდის სამეფო კლუბი“) — პროფესიონალური საფეხბურთო კლუბი ესპანეთის ქალაქ მადრიდიდან. „რეალი“ არისყველაზე წარმატებული კლუბი ესპანეთში და ფიფა-ს მიერ დასახელებულ იქნა მე-20 საუკუნის საუკეთესო კლუბად. კლუბს მოგებული აქვს ლა ლიგის სარეკორდო 32 ტიტული; ესპანეთის თასის 18 ტიტული; ესპანეთის სუპერთასის 9 ტიტული; უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის სარეკორდო 9 ტიტული; უეფა-ს თასის 2 ტიტული;უეფა-ს სუპერთასის 1 ტიტული და საკონტინენტთაშორისო თასის 3 ტიტული. „რეალი“ იყო ფიფა-ს და ახლა გაუქმებულ G-14-ის დამაარსებელი. სიტყვა „რეალი“ესპანურად „სამეფოს“ ნიშნავს და კლუბს იგი ალფონსო XIII-მ მისცა 1920 წელს ემბლემაზე გამოსახულ გვირგვინთან ერთად. ეს გვირგვინი სხვა ესპანურ კლუბებსაც მიუღიათ („რეალ სოსიედადი“, „რეალ უნიონი“, „რეალ ბეტისი“ და „რეალ სარაგოსა“).
No comments:
Post a Comment